გეოტექსტილი

გეოტექსტილი

გეოტექსტილი არის მასალა, რომელიც გამოიყენება მშენებლობაში ნიადეგებთან და გრუნტებთან სამუშაოდ. მისი ძირითადი ფუნქციაა - ნიადაგების ურთიერთიზოლირება და წყლის ფილტრაცია. ასევე ზოგჯერ გამოიყენება ფერდობების გასაძლიერებლად ჯებირებისა და სხვა დამცავი ნაგებობების შესაქმნელად. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრთვე როგორც წყალგამძლე ფენის შესაქმნელად

მაგალითად, იგი გამოიყენება ნაგავსაყრელების, რკინიგზის და საავტომობილო გზების, სახლების და სტადიონების მშენებლობისას. გზების დანგრევის, სახლების საძირკვლების დაშლის ძირითადი მიმეზია გრუნტის წყლების მიერ გზებისა და საძირკვლების გამორეცხვა. აქ გეოტექსტილს უჭირავს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. გეოტექსტილის მეშვეობით ნიადაგების ერთი სახეობა ვერ შეაღწევს ნიადაგის მეორე სახეობაში. მაგალითად : გეოტექსილი არ დაუშვებს თიხის შეღწევას ღორღში და პირიქით.

გეოტექსტილის მეშვეობით ხდება წყლის სწრაფი გაყვანა ნიადაგის ზედა შრეებიდან. გეოტექსტილი უქსოვადი ქსოვილია, რომელიც იწარმოება პოლიპროპილენისა ან პოლიესტერის ძაფებისაგან, ნემსჩხვლეტის მეშვეობით ან ჰიდრომეკავშირებისა და თერმოშეკავშირების მეთოდებით. დღეს-დღეობით ხელმისაწვდომია ორი სახეობის გეოტექსტილი : მოქსოვილი ქსოვილი (გეოტექსტილი) და უქსოვადი ქსოვილი.

გეოტექსტილი ყველაზე პერსპექტიული მასალაა რკინიგზის და საავტომობილო გზების მშენებლობისათვის, ნიადაგის მასივების არმირებისთვის არის გეოტექსტილი ე.წ. მაღალი სიმტკიცის გზების გეოტექსტილი.